თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბმა ტიტული წარმატებით დაიცვა და ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო!
რუსთავში გამართულ სუპერთასის ფინალში თსუ მოქმედ ჩემპიონ „ბათუმს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა — 98:79.
უნივერსიტეტელებმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქეს 19 ქულის სხვაობით სძლიეს და გასულ წელს მოპოვებული სუპერთასის ტიტული კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს.
ვულოცავთ ჩვენს კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და თსუ-ს გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
გილოცავთ, თსუ! სუპერთასი კვლავ ჩვენია!