საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ფოტოკონკურსი UNIკადრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ ფოტოკონკურსს  სახელწოდებით - UNIკადრი.

გადაიღე ფოტო უნივერსიტეტის შესახებ, გახდი  კონკურსის გამარჯვებული და მოიგე პრიზები.

საკონკურსო ფოტო უნდა შეესაბამებოდეს სამი მიმართულებიდან ერთ-ერთს:
• უნივერსიტეტის გარე ფასადი და შენობის დეტალები;
• უნივერსიტეტის შიდა ინფრასტრუქტურა: მუზეუმები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, წიგნის მაღაზია, ობსერვატორია, კაფე;
• სასწავლო პროცესის ამსახველი კადრები და პორტრეტები ამ პროცესში.
კონკურსის მთავარი პრიზები:
  • პლანშეტური კომპიუტერი
  • ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში
  • თსუ-ს წიგნის მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე კომპლექტი
განაწილდება სამ გამარჯვებულზე.

ჟიური შეარჩევს კონკურსის საუკეთესო 20 ფოტოს, რომელიც გამოიფინება უნივერსიტეტის სივრცეში. კონკურსის ჟიურის წევრები არიან: გურამ წიბახაშვილი, მინდია მიდელაშვილი, ნინო ქუთათელაძე.

მონაწილეობის მსურველებმა 1 აპრილიდან 20 აპრილის  ჩათვლით ფოტოები გადმოაგზავნეთ საკონკურსო მისამართზე unikadri@tsu.ge ან ატვირთეთ უნივერსიტეტის თეგით ინსტაგრამზე #თსუუნიკადრი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოხლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
  • დაიცავით კონკურსის თემატიკა და კონკურსით გათვალისწინებული მიმართულებები;
  • მიიღება კონკურსანტის მხოლოდ ერთი ფოტო;
  • გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო ან ატვირთეთ მობილურით გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე და მონიშნეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • კონკურსზე არ დაიშვება ფოტო, რომელსაც ექნება დატანილი რაიმე ნიშანი;
  • ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, ტელ.ნომერი. ხოლო ინსტაგრამზე მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი და პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი.

თარიღი: 17/12/2018