საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ფოტოკონკურსი – „UNIკადრი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ ფოტოკონკურსს სახელწოდებით - UNIკადრი.
გადაიღე უნივერსალური კადრი უნივერსიტეტის შესახებ, გახდი  ფოტოკუნკურსის გამარჯვებული და მოიგე პრიზები.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
  1. უნივერსიტეტელის საუკეთესო პორტრეტი;
  2. უნივერსიტეტის ფასადის ან შენობის დეტალების საუკეთესო ფოტოკადრი;
  3. სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრი;
მონაწილეობის მსურველებმა 26 იანვრის ჩათვლით ფოტოები გადმოაგზავნეთ საკონკურსო მისამართზე unikadri@tsu.ge

აუცილებელი მოთხოვნები:
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოხლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
  • დაიცავით კონკურსის თემატიკა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • კონკრეტული ნომინაციისთვის მიიღება მხოლოდ ერთი ფოტო;
  • კონკურსზე არ დაიშვება შარშანდელი, „UNIკადრი 2013“-ის ფარგლებში მიღებული ფოტოები;
  • გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);
  • ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა. არასრულად შევსებული ანკეტა ან მხოლოდ ფოტო კონკურსზე არ დაიშვება.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 3 ნომინაციაში გამარჯვებულს, ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 600 ლარი და სხვა პრიზები გამარჯვებულ სამეულზე გადანაწილდება. კონკურსის საუკეთესო ფოტოები 2014 წლის 8 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 96 წლის იუბილეზე გამოიფინება. ფოტოები ასევე გამოქვეყნდება კონკურსის ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/unikadri

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: http://www.tsu.edu.ge
ტელ: 2 22 23 91

ფოტოკონკურსის ანკეტა


თარიღი: 29/04/2018