eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ფორუმი 2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სტუდენტური ფორუმი 2026 გაიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უნივერსიტეტში მოქმედ მრავალფეროვან კულტურულ და სპორტულ მიმართულებებს.

 

ფორუმის მონაწილეები შეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია სასურველი აქტივობების შესახებ და ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია. ღონისძიებას კიდევ უფრო სახალისო განწყობა შესძინა მინი ვიქტორინამ, რომლის გამარჯვებულებიც თსუ-ს ბრენდირებული საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

 

რეგისტრაცია კულტურულ და სპორტულ მიმართულებებზე კვლავ გრძელდება.

თარიღი: 30/09/2026