საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ძველი და შუა საუკუნეების საქართველო

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით  5-6 დეკემბერს გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“. კონფერენცია აკად. ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

კონფერენცია გახსნა თსუ საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა ნიკო ბერძენიშვილის ღვაწლისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ.  ყურადღება გაამახვილა სტუდენტების სამეცნიერო აქტიურობისთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს ეს კონფერენციაც. 

 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა თსუ საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის პროფესურა – ქეთევან ნადირაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დიმიტრი შველიძე. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და აღნიშნული პერიოდის ისტორიით სტუდენტების დიდი დაინტერესების შესახებ. შეაფასეს აკად. ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა და სხვ.   

 

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხების თემატიკისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაში 50-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობდა, მოხსენებით წარსდგნენ, როგორც თსუ-ს, ისე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი მოხსენებები შეეხებოდა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიის, სამართლისა და ეკლესიის ისტორიას, ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენები, შუა საუკუნეების ლიტერატურის, ხელოვნების ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის შესახებ.

 

კონფერენციის სხდომებს უძღვებოდა თსუ საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი. ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ ბახტაძე, ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

თარიღი: 05/12/2025