საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტის, „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“ დასკვნითი პრეზენტაცია

15 დეკემბერს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური პროექტის, „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“ დასკვნითი პრეზენტაცია   გაიმართა .

 

პროექტის ავტორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, კიფაიატ გუსეინოვა. პროექტმა 2023 წელს სტუდენტური პროექტის ფარგლებში გაიმარჯვა. იგი ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ესეების კონკურსი, სახელწოდებით „ქართული ენის მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“. გამოვლინდა 10 გამარჯვებული. მონაწილეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები. 

 

ღონისძიების მონაწილეებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე მიესალმა.  გამომსველთა შორის იყვნენ ასევე,  ქართულ ენაში მომზადების პროგრამის წარმომადგენელი ანა თოდუა, პროექტის ხელმძღვანელი კიფაიატ გუსეინოვა.

ღონისძიების მოდერატორი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი გახლდათ.

თარიღი: 15/12/2023