საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ონლაინ მედია პლატფორმა აცხადებს კონკურსს კადრების შესარჩევად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ონლაინ მედია პლატფორმა აცხადებს კონკურსს კადრების შესარჩევად.


კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები იმუშავებენ საუნივერსიტეტო მედია პროდუქტების (საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და ა.შ.) შექმნასა და გავრცელებაზე.
 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: tsumedia2022@gmail.com


დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 593 35 59 49

 

სოციალური მედია მენეჯერი (ერთი ვაკანსია)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა
  •  Facebook Ads Manager-ის სრულფასოვნად ცოდნა
  •  "ქოფირაითი"-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა
  •  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • გრაფიკული დიზაინის საბაზისო პროგრამების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების დროულად და ოპერატიულად შესრულების უნარი 

სამუშაოს აღწერილობა: 

  • მედია პლატფორის გვერდების მართვა
  • გვერდზე დადებული პროდუქტების გავრცელება (სამიზნე ჯგუფებში გაზიარება, რეკლამის სწორ აუდიტორიაზე შერჩევა და ა.შ.)


ოპერატორი (3 ვაკანსია) 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი
  • ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ცოდნა
  • გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  •  პიროვნული უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების დროულად და ოპერატიულად შესრულების უნარი.

სამუშაოს აღწერილობა :

  • სიუჟეტების გადაღება და მონტაჟი.
  • სტუდიურ გადაღებებზე მუშაობა.
  • სპორტული თამაშების პირდაპირ ეთერში გადაღება.  


რეჟისორი (1 ვაკანსია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი
  • ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ცოდნა
  • გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 პიროვნული უნარები:

  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • გამართულად მეტყველება

სამუშაოს აღწერილობა: 

  • მედია პლატფორმის გადასაღები განრიგის შემუშავება და საეთერო ბადის მართვა
  • ვიდეო პროექტების წარმოების გაკონტროლება
  • გადასაღებ ადგილებზე გადამღები ჯგუფების გასვლის მართვა
  • ოპერატორის, ავტორის და მემონტაჟის შესრულებული სამუშაოს შემოწმება


კომენტატორი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სპორტის ძირითადი სახეობების (ფეხბურთი, კალათბურთი და ა.შ.) კარგად ცოდნა
  • ქართულად გამართულად საუბარი

 

სამუშაოს აღწერილობა:

  • საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების თამაშების ლაივ რეჟიმში კომენტირება.
  • პოდკასტის მომზადება სპორტულ თემატიკაზე

 

ჟურნალისტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სიუჟეტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 პიროვნული უნარები:

• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;

• ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• კომუნიკაბელურობა;

• პრეზენტაბელურობა;

• ენერგიულობა;

• გამართულად მეტყველების უნარი
 

სამუშაოს აღწერილობა:

  • უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სიუჟეტების მომზადება
  • გადაცემების მომზადება და წაყვანა
თარიღი: 13/10/2022