საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული კომბლე“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული „კომბლე” - პრეზენტაცია გაიმართება.

კრებულმა გააერთიანა სტუდენტთა ორიგინალური თხზულებები, რომლებიც პოსტმოდერნისტულ ყაიდაზეა შექმნილი და ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. ამ იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობა გაჩნდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საფეხურზე, სალექციო კურსის, „კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტების“ ფარგლებში. აღნიშნული ფაქტით შეიქმნა პრეცედენტი სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზით მიღებული პროდუქტის რეალიზებისა.


თარიღი: 18/01/2018