საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონფერენცია - Act for Sustainability

სტუდენტური ორგანიზაცია oikos Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეგიდით 2020 წლის 25, 26 და 27 სექტემბერს მართავს საერთაშორისო კონფერენციას „Act for Sustainability“. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელთა შორისაა სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა.

 
კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები, მონაწილეობის სერტიფიკატები და რაც მთავარია, თსუ-ის სატიპენდიო ქულაზე დაემატებათ:

პირველი ადგილი - 1 ქულა
მეორე ადგილი - 0.75 ქულა
მესამე ადგილი - 0.5 ქულა

ყველა დამსწრეს გადაეცემა დასწრების დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

ნაშრომების გამოგზავნა შეუძლია საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესის სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

მნიშვნელოვანი თარიღები:
20 აგვისტო - აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა 
27 აგვისტო - აბსტრატქების შერჩევა და მონაწილეთა ინფორმირება
15 სექტემბერი - სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა დადებითი რეცენზიის შემთხვევაში
25 სექტემბერი - სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

თარიღი: 16/07/2020