საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონკურსი - „პიგმალიონი”

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით 2018 წლის 1 ნოემბრიდან იწყება სტუდენტური კონკურსი „პიგმალიონი”. კონკურსის მიზანია ანტიკური კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სტუდენტებისათვის ბერძნულ-რომაული თარგმანების გაცნობა და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს.
 
კონკურსანტები 8 კვირის განმავლობაში გაეცნობიან პროექტისათვის შერჩეულ თარგმანებს ანტიკური ლიტერატურიდან და შემდეგ შეავსებენ მათთვის მომზადებულ ტესტებს. კონკურსი მოიცავს 4 ტურს და დასრულდება 28 დეკემბერს.

28 დეკემბერს გამოვლინდება საუკეთესო შედეგების მქონე სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი - 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
II ადგილი - 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
III ადგილი - 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ ანკეტა და შესაბამის ველში ატვირთონ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

N.B. პირველი ტური ჩატარდებს 15 ნოემბერს. ერთხელ დარეგისტრირებულ კონკურსანტს შეუძლია ოთხივე ტურში მიიღოს მონაწილეობა. პირველი ტურისთვის უნდა დარეგისტრირდეთ 10 ნოემბრამდე

საკონტაქტო პირი:
მარიამ კალაძე
mariami.kaladze@tsu.ge



თარიღი: 31/10/2018