საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კლუბი "ილია" აცხადებს ნაშრომების მიღებას

სტუდენტური კლუბი "ილია" აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისათვის "ილია ჭავჭავაძე - ცხოვრება და მოღვაწეობა". კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 20 დეკემბერს. კონფერენციის მიზანია ილია ჭავჭავაძის ფიგურის, როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული რეგლამენტი: მოხსენება - 10 წუთი მსჯელობა/კითხვა-პასუხი - 5 წუთი ნაშრომის გაფორმების წესი: 12 ზომის შრიფტი; გვერდების რაოდენობა მინ. 8, მაქს. 15; მნიშვნელოვანი თარიღები: კონფერენციის ჩატარების თარიღი 20 დეკემბერი (2023 წელი); თემების გამოგზავნის ვადები - 22 ნოემბრიდან -12 დეკემბრამდე;

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მეილზე: studentclubilia@gmail.com კონფერენციის გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჟიური, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით: I ადგილი 800 ლარი; II ადგილი 600 ლარი; III ადგილი 400 ლარი. საკონტაქტო პირი: საბა გოგიბერიძე - 579144665 პროექტი დაფინანსებულია თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის მიერ.

თარიღი: 24/11/2023