საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კლუბი "დავითი" აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისათვის

სტუდენტური კლუბი "დავითი" აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისათვის "პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება - საქართველო დავით IV აღმაშენებლის როლს". კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 22 დეკემბერს.

 

კონფერენციის მიზანია დავით აღმაშენებლის მნიშვნელობის დანახვა მის ეპოქაში, მისი როგორც არამხოლოდ ქართველი მეფის, არამედ რეგიონული და იმდროინდელი მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში განხილვა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

 

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
რეგლამენტი:
მოხსენება - 10 წუთი
მსჯელობა/კითხვა-პასუხი - 5 წუთი
ნაშრომის გაფორმების წესი:
12 ზომის შრიფტი;
გვერდების რაოდენობა მინ. 8, მაქს. 15;

 

მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი 22 დეკემბერი (2023 წელი);
თემების გამოგზავნის ვადები - 23 ნოემბრიდან -15 დეკემბრამდე;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მეილზე: clubkingdavid@gmail.com

კონფერენციის გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჟიური, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

საკონტაქტო პირი: ლუკა რუხაძე 555 92 00 44

პროექტი დაფინანსებულია თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის მიერ. 

თარიღი: 26/11/2023