საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ესეების კონკურსი „ჩემი უნივერსიტეტი“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს  თსუ-ს 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე „ჩემი უნივერსიტეტი“ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის – სტუდენტებისათვის.

კონკურსის პირობები:

• ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:

თსუ-ს დაარსება;

უნივერსიტეტის დამფუძნებლები;

თსუ დღეს.

ნაშრომს შეაფასებს ჟიური და 2023 წლის 11 თებერვალს გამოავლენს საუკეთესო 3 ნაშრომს.

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

განაცხადის ფორმა:

• მომხსენებლის სახელი, გვარი;

• სწავლების საფეხური:

• მისამართი;

• ტელეფონი (მობილური);

• ელექტრონული ფოსტის მისამართი;

• ნაშრომი.

ესეს გაფორმების წესი:

• ფურცლის ზომა A4;

• მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ;

• შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen);

• შრიფტის ზომა – 12;

• სტრიქონებს შორის მანძილი – 1;

• გვერდების რაოდენობა – 3-5.

კონკურსით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ 2023 წლის 20 იანვრამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hs@tsu.ge

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 19/12/2022