საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ!

10 თებერვალს იწურება თსუ სტუდენტური პროექტების მიღების პირველი ეტაპის ვადა. შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა (იხილეთ დღეისათვის მოქმედი წესი: ბრძანება N: 24/02-01).

 

გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან წარმოდგენილი. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრამდე  შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. 

თარიღი: 02/02/2022