საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თსუ 105“

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2023 წლის 9-10 თებერვალს გამართავს თსუ-ს 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას  - „თსუ 105“.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 20 იანვრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

 

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში „თსუ 105“.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 19/12/2022