საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - მერი ჭელიძე 100

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ფილოსოფოს მერი ჭელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია  „მითოსი და ლოგოსი“ გაიმართა, რომელშიც უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები თემებზე: ფილოსოფიის რაობა, ენა და სინამდვილე, ენის სოციალური და ისტორიული შინაარსი. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსიაც.

 

მერი ჭელიძე 1962-1967 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრას. კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიასა და ელინიზმის ფილოსოფიაში.

 

მისი შრომები ეხება ანტიკურ ფილოსოფიას, მარქსისტულ ფილოსოფიას, გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს (ჰეგელი), ბურჟუაზიულ ფილოსოფიის (ნეოჰეგელიანელობა) ისტორიას. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები ფილოსოფიის ზოგად, შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის ბურჟუაზიულ ფილოსოფიის ისტორიაში.

თარიღი: 15/05/2023