საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

ბერძნულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა: „განსაკუთრებულია ეს კონფერენცია, რადგან ის ეძღვნება საქართველოსა და საბერძნეთის - ამ ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი კი არის მთავარი წერტილი ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირში, რომელიც გამოხატულია, როგორც კვლევასა და სწავლებაში, ისე ურთიერთობებში.“

კონფერენციაში მონაწილეობს 40 სტუდენტი 9 ქვეყნიდან. ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ კლასიკურ, ბიზანტიურ და ახალ ბერძნულ ფილოლოგიას, არამედ ქართულ და ინგლისურ ფილოლოგიას, ფილოსოფიას, ლიტერატურათმცოდნეობას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიას, არაბისტიკას, არქეოლოგიას, სამართალს.

კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტურ წრეებში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას, სწავლების პროცესში ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვას, სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებას, სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას.

ღონისძიება 8 ივნისს დასრულდება.

თარიღი: 08/06/2022