საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდია მომავალი ჟურნალისტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების 5 წარჩინებულ სტუდენტს წელს პირველად თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის სტიპენდია გადაეცა. მისი გადაწყვეტილებით, სტიპენდია ყოველწლიური გახდება და გადაეცემა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებულ სტუდენტებს. წელს სტიპენდია ეკატერინე ჯანიაშვილს, ანა არევაძესლიანა მარქარიანს, ანასტასია რაიკის და მარიამ ტალახაძეს მიენიჭა.

სტიპენდიატის მარიამ ტალახაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სწავლების მაღალი ხარისხით და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა. „სამი წლის განმავლობაში დიდი ცოდნა დამიგროვდა და ვფიქრობ, რომ დარჩენილი წლების განმავლობაშიც, რომელიც ამ უნივერსიტეტში უნდა გავატარო, პრაქტიკულ ცოდნას გავიღრმავებ, რომელიც ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.“- აღნიშნა მარიამ ტალახაძემ.    

თარიღი: 26/11/2019