საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Საქართველოს სტარტაპ სამიტს & სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრებას უმასპინძლა.



 ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ მიღწევებზე, რომლებსაც ღონისძიების ფარგლებში განიხილავდნენ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა ამ მიმართულებით.



 სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სტარტაპ სამყაროს, შეხვედროდნენ წარმატებულ ინვესტორებს, მოესმინათ პრეზენტაციები, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებსა და 10 საუკეთესო ქართული სტარტაპის შეჯიბრებაში.

თარიღი: 20/06/2025