საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის შემოდგომის ნაკადზე რეგისტრაცია იწყება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2020 წლის 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 11:00 სთ-დან - 16:00-მდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში გაიაროს რეგისტრაცია და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. 

 

თანხმობის ფორმა ივსება უნივერსიტეტში სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში.

 

უნივერსიტეტში წინასწარი რეგისტრაციის გავლა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის სავალდებულოა. სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე stajireba.gov.ge კი დაიწყება 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ.

 

ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახლმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ განხორციელდა. თუმცა, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მიიღონ მონაწილეობა უკვე შემოდგომის ნაკადში და გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია. (24 აგვისტოდან 24 სექტებრის ჩათვლით უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში შეავსონ თანხმობის ფორმა)

 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755

 

თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი career@tsu.ge,  032 2 25-04-84 (შიდა ნომერი 1462); 577-50-86-03; 568-34-35-13; თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის #1, თსუ პირველი კორპუსი) www.facebook.com/careerTSU

თარიღი: 24/08/2020