სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
ადმინისტრაციული გზამკვლევი ანუ რა უნდა ვიცოდეთ
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩაბარებული საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
ძირითადი ეტაპები/ნაბიჯები
25 აგვისტო - 8 სექტემბერი - რეგისტრაცია - მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოთ პორტალზე uni-can.tsu.ge.
გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე;
რეგისტრაციის ვადებში პორტალზე მიიღებთ ინფორმაციას ატვირთული დოკუმენტების ვალიდურობის/შესაბამისობის შესახებ (დოკუმენტის შეუსაბამობის შემთხვევაში რეგისტრაციის ვადებშივე შეძლებთ მის ჩანაცვლებას);
14 სექტემბერი - გამოცდა (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა).
გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
16 სექტემბერი - გამოცდის შედეგის გადამოწმებას შეძლებთ პორტალზე uni-can.tsu.ge;
19 სექტემბერი - მიიღებთ საბოლოო ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ (uni-can.tsu.ge);
22-23 სექტემბერი - ჩარიცხვის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენა (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110).
ყურადღება! ხელშეკრულების გაფორმების გარეშე პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით.
26 - 28 სექტემბერი - დააფიქსირებთ საგნებს ანუ გაივლით აკადემიურ რეგისტრაციას პორტალზე uni.tsu.ge (პორტალზე შესასვლელად როგორც მომხმარებლის, ასევე პაროლის ველში შეგყავთ პირადი ნომერი).
აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
საინფორმაციო ბმულები:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ვადები
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები
მნიშვნელოვანი საკონტაქტო ინფორმაცია:
პროგრამის ხელმძღვანელი - თამარ მახარაძე (tamar.makharadze@tsu.ge), თამარ აბაშიძე (tamar.abashidze@tsu.ge);
აკადემიური რეგისტრაცის დროს კურსის არჩევასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პორბლემის ან კონსულტაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს - tekle.gamgebeli@tsu.ge ან uni.tsu.ge-დან.
თსუ-ის ადმინისტრაციის სამუშაო დრო:
ორშაბათი - ხუთშაბათი 9:00-18:00
პარასკევი - 9:00-17:00
შესვენება 13:00-14:00
სწავლა იწყება 28 სექტემბერს