სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენა ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ.
განცხადებები მიიღება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.