საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია

თსუ 105 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში დოქტორანტების მიერ გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია გაიმართა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტთა 82-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული მოხსენებები და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში პროფესორების მიერ გამოქვეყნებული სტატიებიც. ღონისძიებას ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული ღერძი შავ ზღვაზე და საქართველო“, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო", ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს. კონფერენცია ორი დღე გრძელდება და  მასზე წარმოდგენილი იქნება მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. მის ფარგლებში ასევე გაიმართება ჟურნალ „გარემო და საზოგადოების“ სტატიების პრეზენტაციაც.

 

თარიღი: 01/02/2023