ცხადდება კონკურსი 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო (National Scholarship Program) პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამებშ მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს. სტუდენტებსა და დოქტორნატებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
უცხო ქვეყნის აპლიკანტების განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk. ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე. სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილის, 16:00 სთ. ცენტრალური ევროპის დროით. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.