საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სეულის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

ქალაქ სეულის მეტროპოლიტენის მთავრობის პროგრამაზე „Seoul Tech Scholarship Program“, რომელიც   განკუთვნილია უცხოელი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებებით და სრულად უზრუნველყოფს სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას ორწლიანი სწავლის პერიოდში (დაახლოებით 27,000 აშშ დოლარი ერთ სტიპენდიანტზე). 

 

2024 წელს პროგრამის ფარგლებში შეირჩა 9 სტიპენდიანტი, 2025 წელს - 15, ხოლო მომდევნო ციკლში დაგეგმილია პროგრამის გაფართოება 30 სტიპენდიანტამდე. 2026 წლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები: Konkuk University, Korea University, Kyung Hee University, Seoul National University, Seoul National University of Science and Technology, Sogang University, Soongsil University, Sungkyunkwan University და University of Seoul.

 

 განაცხადების მიღება ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ხოლო განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 6 მარტი, 16:00 (KST). დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sts@hissf.or.kr. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ასევე დანართის სახით: 1,  2, 34. 

თარიღი: 13/01/2026