საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სერია „ქართული სამეცნიერო კლასიკა“ ინგლისურად

 

აშშ-ს ცნობილ სამეცნიერო გამომცემლობა „Nova Science Publisher“   2020    წლიდან გამოსცემს წიგნებს სერიით „ქართული სამეცნიერო კლასიკა“  ინგლისურ ენაზე. სერიის მიზანია ქართული სამეცნიერო აზრის, მიღწევების ინგლისურ ენაზე თარგმნა-გამოცემა და გავრცელება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და ბიბლიოთეკებში.

 სერია დაარსდა გამომცემლობა „Nova Science Publisher“-ის პრეზიდენტის, ქალბატონ ნადია კოლუმბუს-გოცირიძისა და კინოცენტრ − „ქართული ფილმი-აფხაზეთი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ გელა კანდელაკის  თაოსნობით. კინოცენტრთან - „ქართული ფილმი - აფხაზეთი“ - შექმნილია სამეცნიერო-სარედაქციო საბჭო მეცნიერების სხვადასხვა დარგის ცნობილ წარმომად­გენელთა მონაწილეობით.  მთარგმნელთა  შორის  არის  თსუ-ს   ჰუმანიატრულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის   ინგლისური ფილოლოგიის  კათედრის  გამგე,   პროფესორი მანანა  რუსიეშვილი.

უკვე ითარგმნა და გამოიცა: 

2020 წელს – მიხეილ წერეთელი, ერი და კაცობრიობა (მთარგმნელები ლიანა ფარცვანია და მარინე ხუროშვილი);

 

2022 წელს –   ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, I და II წიგნი (ერთ წიგნად, მთარგმნელები ნანა ბასილაშვილი და ლიანა ფარცვანია); გიორგი მელიქიშვილი, К истории древней Грузии (ორ წიგნად, მთარგმნელი მარინე ხუროშვილი); არნოლდ ჩიქობავა, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი (მთარგმნელი მანანა რუსიეშვილი);

 

 2023 წელს –  კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I (ორ წიგნად; მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი, ლიანა ფარცვანია, მარინე ხუროშვილი და ნანა ბასილაშვილი);

 

2024 წელს –  კორნელი კეკელიძე: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი II (იბეჭდება ორ წიგნად; მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი, ლიანა ფარცვანია, მარინე ხუროშვილი და ნანა ბასილაშვილი ); ივანე ჯავახიშვილი: ქართული სამართლის ისტორია, წიგნი პირველი ( მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი და მარიამ კუტალაძე);

 

2025 წელს დასრულებულია მუშაობა და გადაეცა ამერიკულ გამომცემლობას შემდეგი  ინგლისურენოვანი ხელნაწერები: ივანე ჯავახიშვილი - ქართული სამართლის ისტორია, წიგნი მეორე ( მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი და მარიამ კუტალაძე); დიმიტრი უზნაძე -  შრომათა კრებული ( მთარგმნელები მარინა ხუროშვილი და ნინო გეგენავა); ილია ჭავჭავაძე - პუბლიცისტური წერილები ( მთარგმნელები ლიანა ფარცვანია და ნანა ბასილაშვილი) ; მიხეილ თარხნიშვილი- საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მე-7 საუკუნის დასასრულამდე (მთარგმნელები ირინა ჯობავა, თეა ბერულავა და ქეთევან მამულაშვილი).

 

 პროექტი „ქართული სამეცნიერო კლასიკა“ კვლავ გაგრძელდება. ხაზგასასმელია, რომ სერიის გამოცემისათვის საჭირო ფინანსური სახსრების 80-85%-ს უზრუნველყოფს ქალბატონი ნადია კოლუმბუსი.

 იხილეთ  გამომცემლობა  „Nova Science Publisher“-ის  ვებგვერედის  მისამართი

 

თარიღი: 11/11/2025