საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სერვანტესის უნივერსიტეტის საჩუქარი თსუ-ს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ესპანური ლიტერატურის კლასიკური ნიმუშები შეემატა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულს საქართველოში, ხორხე ლუსინის უმასპინძლა. რწმუნებულმა თსუ ბიბლიოთეკას სერვანტესის უნივერსიტეტის საჩუქარი, ესპანური კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები გადასცა.

გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გაძლიერდეს ესპანური მიმართულება. „გარდა იმისა, რომ მზადდება პროგრამა სააკრედიტაციოდ, ასევე, დაიწყო ბასკური ენის სწავლება. იანვრიდან კი, თსუ-ში გალიციური ენის შესწალაც იქნება შესაძლებელი. დღეს გადაიდგა პირველი ნაბიჯები დიდ და საინტერესო გზაზე სერვანტესის უნივერსიტეტთან ერთად,“-აღნიშნა თსუ რექტორმა.

„თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოეცა წიგნები სერვანტესის უნივერსიტეტისაგან, რომელიც უზრუნველყოფს ესპანური ენის გავრცელებას საზღვარგარეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნები დაეხმარება სტუდენტებს ესპანურის უკეთ სწავლასა და ენის დახვეწაში. ასევე ეს იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ესპანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა განათლების სფეროში,“-განაცხადა ხორხე ლუსინიმ.

თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს 6 ესპანურ უნივერსიტეტთან საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის „ერასმუს+“-სა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ახლო მომავალში იგეგმება თსუ-ში ესპანური ენის სწავლების გაძლიერება და ესპანისტიკის, როგორც დამოუკიდებელი მიმართულების ჩამოყალიბება.

თარიღი: 02/11/2021