საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემიტოლოგი ებრაისტის მანანა (მაკა) გოცირიძის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის ორგანიზებით, ზუმის პლატფორმაზე, გაიხსნა სემიტოლოგი ებრაისტის მანანა (მაკა) გოცირიძის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა გახსნა. მოხსენებების დაწყებამდე მონაწილეებმა და დამსწრე პროფესირებმა მანანა გოცირიძესთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარეს ერთმანეთს. 
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

თარიღი: 28/01/2021