საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი - "სამხრეთ კავკასია გლობალური და ლოკალური გამოწვევების კონტექსტში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციისა და მესინის უნივერსიტეტის ერთობლივად ორგანიზებული სემინარი - "სამხრეთ კავკასია გლობალური და ლოკალური გამოწვევების კონტექსტში". სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს, მესინის უნივერსიტეტის, ფრობენიუსის ინსტიტუტისა და მარბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. 
 

მოხსენებათა თემატიკა მრავლაფეროვანი იყო და კავკასიის თანამედროვე გამოწვევებს უკავშირდებოდა. მესინის უნივერსიტეტის კულტურისა და კომუნკაციური პროცესების სოციოლოგიის დეპარტამენტის ასოც. პროფესორმა ფრანჩესკო პირამ ისაუბრა დეზინფორმაციის როლზე პოსტ-საბჭოთა ომების ფარგლებში. მან დაწვრილებით განიხილა დეზინფორმაციის ფორმები და მისი გავრცელების ხერხები.
 

მესინის უნივერიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტმა ფრანჩესკა პოლიცინომ გაანალიზა ევრო-კავშირისა და საქართველოს ურთერთობები მიმდინარე პერიოდში.
 

მესინის უნივერსიტეტის კულუტურული ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის პროფესორმა მარჩელო მოლიკამ წარმოადგინა უახლესი ეთნოგრაფიული მასალები ყარაბახის კონფლიქტში ნარატივებისა და სიმბოლოების მნიშვნლობასა და გამოყენების შესახებ.
 

მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კონფლიქტის კვლევის ცენტირს წარმომადგენლის შტეფან ფოელის მოხსენება მეთოდოლოგიურ საკიტხებს შეეხებოდა და კონფლიქტის პირობებში კვლევის სესაძლებლობებს განიხილავდა.
 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფ. ქეთევან ხუციშვილმა პოსტ-საბჭოთა სამხრეთ კავკასიაში სასაზღვრო ურთიერთობებზე ილაპარაკა.
 

მაინის ფრანკფურტის ფრბენიუსის ინსტიტუტის მკვლევარმა სუზანე ფელინგსმა წარმოადგინა კავკასიაში ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების ეთნოგრაფიული კვლევის შედეგები.
 

ხოლო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოც. პროფ. როზეტა გუჯეჯიანის მოხსენება ხალხური დღესასწაულების ტრადიციული პრაქტიკის თანამედროვე ტრანსფორმაციებს ეხებოდა.
 

სემინარი დისკუსიითა და კავკასიის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების განხილვით დასრულდა. 

 

თარიღი: 01/09/2022