საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია „კიბერთავდაცვა - NATO-ს მიდგომები და საქართველოს პერსპექტივა

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გიწვევთ საჯარო ლექციაზე „კიბერთავდაცვა - NATO-ს მიდგომები და საქართველოს პერსპექტივა“, რომელიც გაიმართება 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოში მიმდინარე „ნატოს დღეები“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, მის.: შალვა დადიანის ქ. 2/1.

ლექციას წაიკითხავს ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება კოლექტიური კიბერთავდაცვა, კიბერსივრცე ალიანსის დოკუმენტაციასა და სამიტებზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობა, ინტეგრაციის გზები, არსებული გამოწვევები და სხვა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

თარიღი: 18/10/2019