საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2022 წლის 9 აგვისტოს No419 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".


აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.


სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა, შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს N968163 ბრძანება „საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს No419 დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის/განხილვის წესის, ვადებისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

 

თარიღი: 09/09/2022