საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის დღესთან დაკავშირებით, დისტანციური ფორმატით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება გახლდნენ. 

ღონისძიებაზე თსუ პროფესორებმა და სტუმრებმა ქართული ენის და ზოგადად 14 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და 1978 წლის მოვლენები გაიხსენეს. კონფერენციაზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესრებმა წარმოადგინეს მოსხენებები ქართული ენის საკითხებზე, გაიმართა დისკუსია არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ მთელი საქართველოს მოსახლეობა აღუდგა. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ დაიძრა. საბჭოთა ხელისუფლებამ ერთიან ქართულ საზოგადოებას ვერ აჯობა.

თარიღი: 13/04/2021