საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახალისო ექსპერიმენტები სკოლის მოსწავლეებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა ბოლნისში საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებისათვის სახალისო ექსპერიმენტები და ლექციები ჩაატარეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის, სოფელ ფარიზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის და ბოლნისის ორი სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. 

 

ღონისძიება გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-23-527 “ქიმია ჩვენს ირგვლივ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის შემეცნებით/პოპულარული განმარტებების მიწოდებას, ქიმიურ-ტექნოლოგიური დარგების პრაქტიკული საჭიროების და პერსპექტიულობის შესახებ საუბრებს, ქიმიურ-ეკოლოგიური მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვას, სახალისო ექსპერიმენტების და ლექციების ჩატარებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონების სკოლებში.

 

 

თარიღი: 25/10/2023