საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშემოდგომო გაწვევა

შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი იწყებს საშემოდგომო გაწვევის I ეტაპს, რომელიც სწავლის პარალელურად 18 დან 27 წლამდე ასაკის მქონე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სწავლასთან შეთავსებით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ითვალისწინებს 1 წლიან მსახურს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, 3 დღეში ერთხელ მორიგეობის გრაფიკით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კანცელარიას :(+995 32) 2 41 88 09; მობ: 577-39-00-04; e-mail: facs.prot.dept@mia.gov.ge

ასევე, ესტუმრეთ დეპარტამენტის Facebook გვერდს.
თარიღი: 17/09/2018