საქართველოს ფუნქციონალური ფიტნესის ფედერაცია იწყებს კროსფიტის ჯგუფების რეგისტრაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
- სტუდენტები შეძლებენ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 70% - იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
- ვარჯიშები ჩატარდება ,,ივიკოს ქეიჯში’’ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, კროსფიტის დარბაზში.
- სტუდენტები ისარგებლებენ როგორც დახურული დარბაზით, ასევე ღია ტიპის სპორტული მოედნით.
- ვარჯიშებს გაუძღვებიან კროსფიტის გამოცდილი, საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი, კვალიფიციური ტრენერები.
კროსფიტი ცალკე სახეობად 2000 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, როგორც სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების ერთობლიობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ითვლება ჯანსაღი ცხოვრების წესის განხორციელების ერთ-ერთ საუკეთესო გზად.
რეგისტრაციის ვადები - 25 აპრილამდე
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/XVKXpkZ7rM6hc7cG8
აუცილებელია სტუდენტმა წარმოადგინოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფორმა20) მოცემულ მეილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია :
ელ-ფოსტა -ivikocage1@gmail.com
ტელეფონი: - 595891737
Facebook გვერდი - https://www.facebook.com/ivikofunctionaltraining