საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს უმაღლესი განათლების დანიშნულება და გამოწვევები

საქართველოს უმაღლესი განათლების დანიშნულება და გამოწვევები ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში განიხილება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნი მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და Covid 19-ის გავლენით ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე მიმდინარეობს.

თარიღი: 29/10/2021