საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ებრაულმა თემმა ლაშა შაყულაშვილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა

საქართველოს ებრაულმა თემმა ლაშა შაყულაშვილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა.

 

ლაშა შაყულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ებრაისტიკის პროგრამის მოწვეული ლექტორი, როტშილდების ფონდისა და ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევარია. Მან 2022 წელს, 96 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში იდიშური ენის საუნივერსიტეტო სწავლება აღადგინა; მისი კურსის პირველივე გამოშვების ცხრავე სტუდენტმა კი სწავლა თელ ავივის უნივერსიტეტში სრული სტიპენდიით გააგრძელა. 2023 წლის მარტში ლაშა შაყულაშვილს ბრიტანული „პოლონსკის“ პრიზი გადაეცა, რომელიც ებრაისტიკის დარგში ინოვაციურ სწავლებას ეძღვნება. დეტალურად იხილეთ

თარიღი: 21/12/2023