საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია

ქართულ საზოგადოებაში მუდმივად აქტუალური იყო განათლების ფსიქოლოგიის სფეროსთან დაკავშირებული თემატიკა და დილემები, თუმცა მიმდინარე წელმა და განსაკუთრებით, გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა, კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა განათლების ფსიქოლოგიაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა და საჭიროება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია, რომლის მისია, სწორედ სფეროში არსებული გამოცდილების, ცოდნის და შესაძლებლობების ორგანიზება და გაზიარება წარმოადგენს, როგორც მოქმედი ფსიქოლოგებისათვის, ასევე პროფესიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

 

საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს, მეცნიერული ცოდნის გავრცელება პრაქტიკოსთა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, აგრეთვე, ამ ცოდნის იმპლემენტაცია საგანმანათლებლო სისტემებში. განათლების სფეროში მომუშავე ფსიქოლოგების და დარგის სხვა სპეციალისტების გაერთიანება. ერთიანი, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის შექმნა მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. დაინტერესებული პირებისთვის განათლების ფსიქოლოგიის სფეროში მომსახურების და რესურსების შეთავაზება, კონსულტირება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება და საქართველოში განათლების კვლევების ხელშეწყობა.

 

ასოციაციის წევრებს შეეძლებათ ერთ სივრცეში წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა სახის ინფორმაციასთან. კერძოდ, ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს სფეროში არსებულ უახლეს კვლევებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურას. წევრებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, ექნებათ პროფესიული ზრდა-განვითარების საშუალება ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების, კვლევების ფარგლებში., ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში, შეეძლებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ანაზღაურებადი/უფასო ტრენინგები, ლექცია-სემინარები, ვებინარები და ა.შ. წევრების სტატიებისა და ბლოგების ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნების შესაძლებლობა. საქართველოს განათლების ასოციაციაში გაწევრიანება მიმდინარე თვეში უფასოა.

თარიღი: 24/10/2021