საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლის 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება. თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

 

მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარმართოს არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) სრულად ვაქცინირებულია; ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა საბიბლიოთეკო სივრცე და სამკითხველო, ასევე კომპიუტერული რესურსცენტრები.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მიმდინარე სემესტრში იკითხება 2800-მდე სასწავლო კურსი.

თარიღი: 01/10/2021