საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო პროცესების მართვის ახალი ელექტრონული სისტემა თსუ-ში

2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან თსუ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის ეტაპობრივად ამოქმედდება სასწავლო პროცესის მართვის ახალი, მრავალი დამატებითი ფუნქციის მქონე ელექტრონული სისტემა.


ახალი პლატფორმა ახალ  შესაძლებლობებს იძლევა, რაც ხელს შეუწყობს სისტემის უხარვეზო მუშაობას. კერძოდ, ახალი სისტემით სტუდენტს შეეძლება როგორც აკადემიური რეგისტრაციის გავლა, ასევე, შეტყობინების მოდულით პედაგოგთან, ფაკულტეტის თუ ცენტრალურ ადმინისტრაციასთან დაკავშირება, კალენდრის მეშვეობით უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. ამავე დროს, ახალი სისტემა სტუდენტს საშუალებას მისცემს ონლაინ რეჟიმში მიიღოს სხვადასხვა სახის დოკუმენტი დამოწმებული უნივერსიტეტის შტამპით. პლატფორმა მორგებულია მობილურ ვერსიაზე და გამარტივებულია მისი მოხმარება სმარტფონებიდან.
 

ახალი პლატფორმა პროფესორებს/პედაგოგებსაც აძლევს დამატებით შესაძლებლობებს. ელექტრონულ ჟურნალთან წვდომასთან ერთად, მათ ექნებათ სტუდენტებთან ონლაინ კომუნიკაციის შესაძლებლობა, ასევე წვდომა ექნებათ ცხრილებსა და დატვირთვის გრაფიკზე.
 

მაგისტრატურის სტუდენტების შემდეგ, 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან - ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებიც შეძლებენ ახალ სისტემაში ჩართვას. 

თარიღი: 13/10/2022