საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო მობილური აპლიკაცია "ვენროლი"

 

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ქართული სასწავლო მობილური აპლიკაცია "ვენროლი", გთავაზობთ სწავლის მოქნილ, განსხვავებულ და თანამედროვე გამოცდილებას. მისი ფუნქციონალი კი სრულად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.

 

აპლიკაციის მიზანი მომხმარებლებისთვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნაა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი, საჭირო უნარების გასავითარებლად. "ვენროლი" საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან უყუროთ თქვენთვის საინტერესო კურსს, დააპაუზოთ და მაშინ მიუბრუნდეთ მას, როდესაც ამის დრო გექნებათ, ყურების პროცესშივე გააკეთოთ ჩანაწერები, დისკუსიის გვერდზე გაეცნოთ სხვა მომხმარებლების მოსაზრებებს, გააზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები, შეაფასოთ გავლილი კურსები და დაეხმაროთ სხვებს არჩევანის გაკეთებაში. სწორედ ყველაფერი ეს ქმნის სწავლის განსხვავებულ გამოცდილებას.

 

"ვენროლი" თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს მობილური ტელეფონი, წვდომა ინტერნეტზე და სურვილი, ისწავლოს და ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას სხვადასხვა თემაზე.

 

 თამაზ ბექაიას ფონდი შესაძლებლობას გაძლევთ გაიღრმაოთ ცოდნა და დაეუფლოთ ახალ პროფესიას ქართულ სასწავლო აპლიკაციაში.

 2 კვირის განმავლობაში უფასო წვდომა თქვენთვის სასურველ სემინარსა და კურსზე.

 ვენროლი საშუალებას გაძლევთ შეიმეცნოთ თქვენთვის საინტერესო პროფესია და გაეცნოთ პროფესიონალების სემინარებს, თქვენთვის სასურველ გარემოში.

 განავითარე საკუთარი თავი და პროფესია, აღმოაჩინე ახალი მიმართულება და შეუერთდი ვენროლის ჯგუფს სრულიად უფასოდ, თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ გაიხანგრძლივე 2 კვირით კურსი.

 IOS-ისთვის: bit.ly/3NStD4

 Android-ისთვის: bit.ly/3pSOBYY

 https://www.facebook.com/photo?fbid=404709508786219&set=a.209161135007725

 

თარიღი: 02/02/2024