საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო კურსი - სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება და შენარჩუნება

აშშ-ის საელჩო საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლავინის სამეწარმეო ცენტრთან თანამშრომლობით (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) მოტივირებულ, სამეწარმეო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას დაესწრონ სასწავლო კურსს - სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება და შენარჩუნება, რომელიც გაიმართება კალიფორნიაში (ამერიკის შეერთებული შტატები), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ტრენინგი გაიმართება 6-10 აგვისტოს.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 22 ივნისი 24:00 საათი.
სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სამეწარმეო ტრენინგ პროგრამა ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროგრამის „გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. კონსორციუმი იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) და Startup Grind-ის მიერ.

თარიღი: 06/06/2018