ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia), იწყებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის. AmCham-ის წევრების დახმარებით,იმ 20-30 სტუდენტის ფინანსური მხარდაჭერისთვის, ვინც უნივერსიტეტში სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებს.
დაფინანსების ფარგლებში მოხდება სწავლის საფასურის 100%-ის დაფარვა და ასევე ცხვოვრების ხარჯების ნაწილობრივი უზრუნველყოფა. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.