საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები საქართველოში სამ უმაღლეს სასწავლებელში ხორციელდება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). კურსდამთავრებულთა ყველაზე დიდი წილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მოდის.

2022 წლის გამოშვების 54% სწავლას წარჩინებით ასრულებს და კურსდამთავრებულთა 45% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია.

საზეიმო ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ 2022 წლების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, საქართველოს მთავრობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) რექტორები და ადმინისტრაციული პერსონალი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფონდის დონორები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სხვა პარტნიორები.

თარიღი: 01/06/2022