საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო შეხვედრა კოვიდ ვაქცინაციის თემაზე

იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის (AIVA)  და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობით, 29 ოქტომბერს, 13:00-ზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში , გაიმართება სამუშაო შეხვედრა კოვიდ ვაქცინაციის თემაზე.

ჩვენი, როგორც მომავალი ექიმებს მოვალეობაა, ჩვენი ცოდნა და უნარ-ჩვევები მოვახმაროთ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეულ თქვენგანს უკვე აქვს შეტანილი წვლილი ამ პროცესში, თუმცა, ახლა, იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაცია (AIVA) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) გაძლევთ საშუალებას უფრო ორგანიზებულად და მასშტაბურად ვებრძოლოთ პანდემიას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

რადგანაც კოვიდ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია, ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მოხალისე MEDიატორი და ხელი შეუწყოთ მოსახლეობაში ვაქცინასთან დაკავშირებული სწორი ინფორმაციის გავრცელებას, როგორც სოციალური მედია კამპანიის, ასევე, საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრის გზით.

ყველა დაინტერესებულ პირს გიწვევთ ერთ დღიან ინტერაქტიულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც, საშუალება გექნებათ გაწევრიანდეთ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის მოხალისე MEDიატორთა რიგებში. შეხვედრაზე დამსწრე ყველა პირს გადაეცემა დასწრების სერთიფიკატი, ხოლო უნივერსიტეტი ამ აქტივობას აღნიშნავს თქვენს პირად საქმეში.

პროექტის ბოლოს, რამდენიმე გამორჩეულად აქტიური MEDიატორი დასაჩუქრდება კომპიუტერული ტექნიკით.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

სამუშაო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დღის წესრიგში.

თარიღი: 27/10/2021