თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარედ ახალი შენობის პროექტირების კონკურსისთვის ქართულ არქიტექტურულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კომპანიების წარმომადგენელმა არქიტექტორებმა ვრცლად ისაუბრეს ახალი შენობის კონცეფციაზე, უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით წინასწარი მოსაზრებები წარმოადგინეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნებს გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და ქართული არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.