საქართველოს ევროპის საბჭო პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილსაქართველოში“, 1-3 აგვისტოს, თბილისში აორგანიზებს სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდულ ბანაკს.
ახალგაზრდული ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. უფრო კონკრეტულად, ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდსამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ფორმებს, აღმოაჩენენ ახალგაზრდების მონაწილეობმაგალითებსა და პრაქტიკას ევროპის მასშტაბით, დაეუფლებიან ევროპის საბჭოს სამოქალაქო ინსტრუმენტს, როგორიცაა “Uchange”.
ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდება ქართულ ენაზე და გააერთიანებს თამაშებს, არაფორმალურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს წამყვანი ექპერტების მხრიდან ახალგაზრდების ჩართულობაზე. მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, იმ მიღწევებს, სამომავლო გეგმებს, რომელთანაც უწევთ შეხება აღნიშნულ სფეროში. ბანაკი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის 18-დან 22-წლამდე, რომლებიც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტებში (თბილისი, მარნეული, ახმეტა, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, ჩოხატაური, ოზურგეთი, თელავი, თეთრიწყარო, წყალტუბო, ზესტაფონი, რუსთავი). ბანაკში მონაწილეობისათვის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მონაწილე.
დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 26 ივლისის ჩათვლით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd-ZQ3bRGDWLT9CIrBYVh_BCjlvaVArnTuMQAY4oEj1Qp11hA/