საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო ჟურნალების ღია წვდომის პლატფორმის - OPENJOURNALS.GE-ის პრეზენტაცია

მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების ღია წვდომის პლატფორმის Openjournals.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა.


OPENJOURNALS.GE-ს შექმნის მიზანია ქართველი მეცნიერების ნაშრომების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. OPENJOURNALS.GE წარმოადგენს საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის მიმდინარე პროექტს, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL.


პრეზენტაციაზე მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნინო პავლიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა.

თარიღი: 15/11/2022