საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები"

 13-14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენცია ეძღვნება დიდ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს, მთარგმნელს, თელავის სასულიერო სემინარიის  დამაარსებელსა და მის პირველ რექტორს,  გაიოზ რექტორს (1746-1821).


მოხსენებების თემატიკა:

პლენარული სხდომა:
გაიოზ რექტორი (1746-1821), მისი ღვაწლი ქართულ-ოსურ მწიგნობრულ საქმიანობაში.

 

კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის:


1. ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
2. ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, არქიტექტურა;
3. ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
4. კულტურა და ხელოვნება;
5. ინტერდისციპლინური კვლევები;
6. მედია და მასობრივი კომუნიკაცია;



მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

 

კონფერენციის მიზანი:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“, მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.


კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

 

მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.

 

სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული.

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:

მოხსენება:
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა.

გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები (ქართულ და ინგლისურ, ან რუსულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნოთ 2023 წლის 10 სექტემბრამდე.
შემდეგ მისამართზე: gorc.conference2023@tsu.ge
კონფერენციის წინასწარი პროგრამა:
12 ოქტომბერი - სტუმრების ჩამოსვლა-დახვედრა
13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, მისალმებები, გამოფენის გახსნა: „ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან“;
პლენარული სხდომა;
სექციური მუშაობა;
14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა; სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში: ოსური სახლი;
15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა: ექსკურსია კახეთში, სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფ. არეშფერანი),
16 ოქტომბერი - სტუმრების გაცილება

 


თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

თეზისები წარმოადგინეთ ქართულ (ან რუსულ) და ინგლისურ ენებზე.


თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2023 წლის 15 ოქტომბერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
ელ.ფოსტა: gorc.conference2023@tsu.ge

 

 

 

სარეგისტრაციო ფორმა
სახელი _______________________________________________________________________
გვარი _______________________________________________________________________
სამუშაო ადგილი ___________________________________________________________________
თანამდებობა ____________________________________________________
_____________________________________________________________________
მოხსენების სათაური ________________________________________________________________
_______________________________________________________________________
მობილური_______________________________________________________________
მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები
________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია

თარიღი: 29/05/2023