თსუ-ში მე-9 სამეცნიერო კონფერენცია ,,სამეცნიერო ტერმინოლოგია” გაიმართა, სადაც მეცნიერები, მკვლევრები და ინსტიტუტების წარმომადგენლები ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებაზე მსჯელობდნენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული აქტუალური მოხსენებები. მათ შორის: დარგობრივი ლექსიკონების მნიშვნელობა ტერმინთბანკის შექმნაში, ტერმინოლოგიის საკითხები ფიზიკაში, ციფრული სლენგი და ტერმნოლოგიური დიფუზია თანამედროვე ქართულ დისკურსში, მასალები ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი რედაქციისთვის, რამდენიმე ქართული ტერმინის შესახებ აეროკოსმოსურ სფეროში.
კონფერენციაზე არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებამ წარმოადგინა ქართული ტერმინთბანკის საცდელი ვერსია (termbank.ice.tsu.ge), რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოქვეყნდა 2025 წლის მაისში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ნანა მაჭავარიანი - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი; გიორგი ალიბეგაშვილი -საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ქართული უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.